Wednesday, November 25, 2009

საქორწინო ტრადიციები

ქორწინება შეიძლება განვიხილოთ ორი მხრიდან: როგორც კანონი ბუნებისა, დაწესებული შემოქმედის, ჩვენი ზეციური მამის, ღმერთის მიერ და როგორც საიდუმლო ახალი აღთქმის ეკლესიისა. ქორწინება თავისთავად კურთხეულია და სუფთა თავისი ღვთიური წარმოშობით, მაგრამ ვინაიდან ადამიანი მოექცა ცოდვის გავლენის ქვეშ და აჰყვა გამრყვნელ გრძნობებს, უფალმა იესო ქრისტემ დააწესა საიდუმლო ქორწინებისა.
ქორწინება წარმოადგენს ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს.

ქართული ტრადიციები სპარსული ელფერით

ოთხი საუკუნის განმავლობაში ქართული და სპარსული ტრადიციების ინტეგრაციის შედეგად, მივიღეთ ფერეიდნული ტრადიციები, რომელიც აერთიანებს ორივე ქვეყნის კულტურას. ასეთი მაგალითები საკმაოდაა, თუმცა მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ქორწინების ტრადიცია.
საუკუნების მანძილზე უცხო ეთნიკურ გარემოცვაში მყოფი ფერეიდნელი ქართველებისათვის საქორწინო ინსტიტუტი მათი ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების პირობად იქცა. ირანელ ქართველებში უმთავრესად სისხლისმიერი ნათესაობა მოქმედებდა. ამაში ისინი “ქართველობის” შენარჩუნებას ხედავდნენ. ქართველები სხვა ეროვნების ხალხზე არ ქორწინდებოდნენ, სისხლი რომ არ აღრეულიყო.
ქალები უმ
ეტესად 16 – 18 წლის ასაკში თხოვდებოდნენ, ვაჟი კი 20 – 25 წლისა უნდა ყოფილიყო. მცირეწლოვანთა დაწინდვა ხდებოდა, მაგრამ დაწინდვიდან ქორწინებამდე დიდი დრო გადიოდა.
ფერეიდნელ
ებს შორის მრავალცოლიანობამაც ვერ მოიკიდა ფეხი და წესად ვერ იქცა, თუმცა არსებობდა გამონაკლისი შემთხვევებიც.
ტრადიციის მიხედვით, საქორწინო წყვილთა შერჩევის შემდეგ, ვაჟის ო
ჯახი ზრუნავდა ქალისათვის ბალგის წაღებაზე. ეს პირველი საჩუქარი და “დაწინდვის” საფეხურია.
ადრე ფერეიდანში აკვანში დაწინდვის წესი მოქმედებდა. ეს ჩვეულება საქართველოშიც ტრადიციული იყო.
ქალის დაწინდვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მექორწინე ოჯახებს შორის საქორწინო ხარჯზე მოლაპარაკება ხდებოდა. ამა
ს “შირბაჰა” ეწოდება.
ქორწილის ხარჯის გადაწყვეტის დროს, ქალის ქონებრივი კუთვნილების – “მეჰრიეს” დადგენა ხდებოდა. ეს ქმრის მიერ ცოლისათვის განსაზღვრული ქონებრივი გარანტიაა, რომელიც გაყრის შემთხვევაში გარკვეულ ეკონომიკურ ვალდებულებასაც ითვალისწინებს. ფერეიდნელ ქართველთა გადმოცემით “მეჰრიეში” ძველად აძლევდნენ მამულს, საქონელს, ოქროს სამკაულს, ფუ
ლს და ა.შ. სადღეისოდ კი მხოლოდ ყურანსა და ფულს, რომლის სიდიდეც ოჯახის ეკონომიკურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
ეს ჩვეულება შინაარსით ემსგავსება ქართულ “პირის სანახავს”, ესეც პატარძლის საჩუქარია და მის საკუთრებას წარმოადგენს.

ფერეიდნელი ქართველები ქორწილს ტრადიციულად შემოდგომაზე ან ზამთარში იხდიან, თუმცა სამზადისი ზაფხულიდან იწყება. საქორწილო წეს-ჩვეულებათა კომპლექსში გამოიკვეთება საქორწილო ლხინისათვის მზადების დღე, რომელიც სხვადასვა რიტუალისაგან შედგება. ამათგან პირველ რიგში აღსანიშნავია რიტუალური პურის ცხობა. ამ ჩვეულებას მრავალი ანალოგია და პარალელი მოეძებნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. პურის ზედაპირზე ჯვრის გამოსახვა კი მათში ძველი ქართული წეს-ჩვეულებების ელემენტების შენარჩუნების მაჩვენებელია.
ქორწილის დღეს ფერეიდანში ნეფე და პატარძალი აბანოში მიჰყავთ და მთელი რიტუალი სრულდება. მსგავსი წეს-ჩვეულება საქართველოს მთაში
ცაა შემორჩენილი. წყალი ორივე შემთხვევაში – საქართველოშიც და ფერეიდანშიც – საკულტო, მაგიურ-რელიგიურ მნიშვნელობას ატარებს.
ფერეიდნელ ქართველთა საქორწილო ტრადიციის თანახმად სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ, შემდეგ კი “ნიჭის” და “შესაწევარის” აკრეფა იწყებოდა.
ფერეიდანში ამ ჩვეულებას “ნიჭის მოგლეჯას” ეძახიან. საქორწილო ძღვენი
ს ტრადიცია საქართველოს ბევრ კუთხეში დღემდე შემორჩენილია.
ასევე ჰგავს ერთმანეთს ფერეიდნელ ქართველთა მაყრიონში შემავალი “ლალას” კაცის
და ჩვენებური “მახარობლის” ფუნქციები. საქორწილო რიტუალებიდან აღსანიშნავია “შაბაში”. ეს რიტუალი საქართველოსთვისაც დამახასიათებელია, მაგრამ ჩვენთან ის მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთშია შემორჩენილი, სხვა კუთხეებში მას უკვე დაკარგული აქვს მაგიურ-რელიგიური მნიშვნელობა და დამკვრელების ანაზღაურებად ითვლება. ფერეიდანში კი “შაბაში” ისევ საპატარძლოს საჩუქარია და შერჩენილი აქვს დადებითი ტრადიციის კვალი.
აღსა
ნიშნავია ისიც, რომ ქორწილის სადილზე შეკრებილი ახალგაზრდების მიერ შესრულებული ცეკვა “ჯოხური” ძალიან ჰგავს ქართულ “ხორუმს”. დღევანდლამდე შემორჩენილია ქორწინებასთან დაკავშირებული ტერმინები: “სიდედრი”, “ხელისმომკიდე”, “დედამთილი”, “ახანძალი”, იგივე “ახალი რძალი”, “პატარძალი” და სხვ.
ფერეიდნელ ქართველთა ქორწინების წეს-ჩვეულებებმა ხელი შეუწყო ირანში გადასახლებული ქართველების ყოფაში
ძველ-ქართული ტრადიციების შენარჩუნებას. რამდენიმე მათგანი საქართველოში უკვე აღარც კი ახსოვთ.

Tuesday, November 24, 2009

ჩემი ოცნების ქალაქი

ესპანეთი ჩემი საყვარელი ქვეყანაა, მადრიდი კი შესაბამისად–ოცნების ქალაქი. მადრიდი  ესპანეთის დედაქალაქი და  იმავე სახელის მქონე ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი. აგრეთვე იგი არის ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრიც.

ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3,248 000 მლნ მცხოვრებ. ქალაქი პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში 1,2 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ აგლომერაციას წარმოადგენს. ქალაქის ფართობი  607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი.

 

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება

 

დედაქალაქი ესპანეთში მოსახლეობით პირველ ადგილზე დგას და იმიგრანტების ხარჯზე დღითი-დღე იზრდება. სახელმწიფო ენა ესპანურია, ამას გარდა, ქალაქის მოსახლეობა კატალონიურს, ბასკურსა და გალიციურსაც იყენებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა.

 

ეკონომიკა

 

ინდუსტრიული ცენტრების ქალაქგარეთ გატანის მიუხედავად, მადრიდი ბარსელონას შემდეგ მაინც მეორე ადგილზეა ესპანეთში ეკონომიკური მნიშვნელობით. ბოლო ხანებში მკვეთრად გაიზარდა აეროპორტ ბარახასის როლი ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში. დიდი სისწრაფით იზრდება რკინიგზის გაფართოებისთვის მიმდინარე სამუშაოები. მადრიდი ტურისტულ ბიზნესს წარმატებით ავითარებს და ქვეყანაში ყველაზე მეტჯერ მონახულებად ტურისტულ ქალაქად მიიჩნევა.


ტრანსპორტი

 

ქალაქში საავტობუსო მარშრუტების ქსელი და მეტროპოლიტენი მოქმედებს, რაც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება და ქალაქის ცენტრს სამხრეთით მდებარე სამრეწველო რაიონებთან აერთებს. ამამად, მადრიდის მეტროს დამატებად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ტრამვაის ხაზი, რომელიც 35 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა უკვემსუბუქ მეტროდწოდებული, რომელიც ტრამვაის დაბალვოლტიან Citafdis 302 ვაგონებს იყენებს.

მოქმედებს ელექტრომატარებელთა ქსელი, არის ორი სადგური-ატოჩა და ჩამატრინი. მადრიდის მეტროპოლიტენი ევროპაში მესამე ადგილზეა ხაზების სიგრძით ლონდონისა (415 კმ) და მოსკოვის (288 კმ) მეტროების შემდეგ. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბარახასის საერთაშორისო აეროპორტია 4 ტერმინალით. საჰაერო კარიბჭე ყოველწლიურად 40 მლნ მგზავრს ემსახურება და მსოფლიოს 20 ყველაზე მსხვილ აეროპორტთა შორის სახელდება.

 

ღირსშესანიშნაობები

 

ძირითადი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში: პლასა მაიორი – ქალაქის ძველი უბნის მთავარი მოედანი, გოთიკური საკატედრო ტაძარი – პლასა მაიორზე, საეპისკოპოსო სასახლე (XVI—XVIII სს.), აბსტრაქტული ხელოვნების მუზეუმი, კუენკას ისტორიის მუზეუმი, სან-პედროს მონასტერი, სან-პანტალეონის ეკლესია და ა.შ.

Sunday, November 22, 2009

სტუდენტთა საერთაშორისო დღე

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.

1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი.

17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.

 ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო

Wednesday, November 11, 2009

რუსეთ-საქართველოს ომი

გასული წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომი მიმდინარეობდა, რომელსაც აშუქებდნენ, როგორც ქართული, ასავე რუსული საინფორმაციო არხები. უამრავი ინფორმაცია იდებოდა მათ საიტებზე. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, თუ როგორი ინტენსივობით აქვეყნებდნენ რუსული საიტები ომის მოვლენებს 7-15 აგვისტოს ჩათვლით, საჭიროა რუსულ საინფორმაციო საიტებს გავეცნოთ. მე რამდენიმე საიტი შევარჩიე. ესენია: http://www.gazeta.ru/ http://www.pravda.ru/ http://www.russia.ru/ http://www.lenta.ru/ და http://www.news.ru/


www.gazeta.ru არის ერთ-ერთი საიტი, რომელიც ინტენსიურად აქვეყნებდა ომის დროს მიმდინარე მოვლენებს. მთელი კვირის განმავლობაში სულ 46 ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული რუსეთ-საქართველოს ომზე და მიმდინარე მოვლენებზე. 7 აგვისტოს ორი სტატა დევს, 8-ში და 9-ში შვიდ-შვიდი, 10-ში სამი, 11-ში რვა, 12-ში შვიდი, 13-ში ექვსი, 14-ში ორი, ხოლო 15-ში ოთხი.


www.pravda.ru ასავე ინტენსიურად აქვეყნებდა სტატიებს ომის შესახებ. მართალია შედარებით მცირე ინფორმაცია დევს ამ საიტზე, ვიდრე ზემოთ აღნიშნული საიტზე, თუმცა ამ საიტსაც აქვს გამოქვეყნებული მთელი კვირის საინფორმაციო მასალა რუსეთ-საქართველოს ომზე. სულ 35 სტატიაა. 7 აგვისტოს დევს ხუთი სტატია, 8-ში შვიდი, 9-ში სამი, 10-ში ორი, 11-ში და 12-ში ოთხ-ოთხი, 13-ში სამი, 14-ში და 15-ში კი თითო-თითო.


www.russia.ru ამ საიტმა კი გადააჭარბა წინა ორ საიტს ომის თემაზე გამოქვეყნებული სტატიებით და მან 7-15 აგვისტოს ჩათვლით გამოაქვეყნა 50-ზე მეტი ინფორმაცია. ყველაზე მეტი სტატია ომის პირველ დღეებში აღინისნება ამ საიტზე, ხოლო დანარჩენ დღეებში კი შედარებით ნაკლები


ხოლო რაც შეეხება დარჩენილ ორ საიტს www.lenta.ru -ს არქივში არ ჰქონდა შენახული ინფორმაცია აღნიშნულ მოვლენებზე, ხოლო www.news.ru- კი დროებით გათიშულია და მასზე არანაირი ინფორმაცია არ დევს.

Wednesday, November 4, 2009

1-5 ნოემბრის პოლიტიკური, ეკონომიკა და კულტურული სიახლეები

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა სიახლეებია პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე 1-5 ნოემბრის ჩათვლით, საჭიროა განვიხილოთ ეს ინფორმაციები რამდენიმე ქართულ საიტზე. ამისთვის ვარჩევთ სამ საიტს. ესენია: www.presa.ge, www.ambebi.ge და www.newsgeorgia.ge.


www.presa.ge

presa.ge-ზე რის 16 ინფორმაცია პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე. აქედან პოლიტიკა მოიცავს 8 სტატიას, ეკონომიკა 5-ს, ხოლო რაც შეეხება კულტურას, რომელიც ცალკე არ არის განხილული და მოცემულია სპორტისა და ხელოვნების სახით, ეთმობა 3 სტატია, საიდანაც 2 სპორტს ეკუთვნის, 1 კი ხელოვნებას.
პოლიტიკური ინფორმაციებიდან: 01.11.09 გამოქვეყნდა ერთი ინფორმაცია, 02.11.09 სამი ინფორმაცია, 03.11.09 ორი ინფორმაცია, 04.11.09 ერთი ინფორმაცია, 05.11.09 კი ოთხი ახალი ინფორმაცია.
ეკონომიკური ინფორმაციებიდან: 01.11.09, 03.11.09, 04.11.09 და 05.11.09 გამოქვეყნდა თითო-თითო ინფორმაცია, ხოლო 03.11.09 არ იყო ახალი ინფორმაცია.
კულტურული ინფორმაციებიდან: 02.11.09 და 03.11.09 სპორტზე გამოქვეყნდა თითო-თითო ინფორმაცია, ხოლო ხელოვნებიდან ერთი, რომელიც გამოქვეყნდა 02.11.09.


www.ambebi.ge

ambebi.ge-ზე 5 დღის განმავლობაში ატვირთულია სულ 55 სტატია სამივე სფეროზე. ინფორმაციების რაოდენობით ის თითმის სამჯერ აღემატება ზემოთ აღნიშნულ საიტზე განთავსებულ ინფორმაციებს. 55 სტატიიდან პოლიტიკას ეძღვნება 23 სტატია, ეკონომიკას 11, კულტურას კი 21.
პოლიტიკური ინფორმაციებიდან: 01.11.09 არ არის ინფორმაცია,02.11.09 და 03.11.09 გამოქვეყნდა შვიდ-შვვიდი ინფორმაცია, 04.11.09 გამოქვეყნდა ექვსი ინფორმაცია, ხოლო 05.11.09 სამი ინფორმაცია.
ეკონომიკური ინფორმაციებიდან: 01.11.09 არის ერთი ინფორმაცია, 02.11.09 არის ექვსი ინფორმაცია, 03.11.09 არის ერთი ინფორმაცია, ხოლო 04.11.09 სამი ინფორმაცია.
კულტურული ინფორმაციებიდან: 01.11.09 გამოქვეყნდა ორი ინფორმაცია 02.11.09 ექვსი ინფორმაცია, 03.11.09 ოთხი ინფორმაცია 04.11.09 რვა ინფორმაცია, 05.11.09 კი გამოქვეყნდა ერთი ინფორმაცია.


www.newsgeorgia.ge

რაც შეეხება ამ საიტს, იგი 13 მარტის შემდეგ არ განახლებულა და მასზე ახალი ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ თემებზე არ დევს სამწუხაროდ.