Sunday, December 20, 2009

მომავლის ტელევიზია და რადიო ქართულ ინტერნეტ სივრცეში

დღესდღეობით ქართულ ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო მჭირდოდ იკიდებს ფეხს ტელევიზიისა და რადიოს ინტერნეტ მაუწყებლობა. ადამიანებსაც უფრო უადვილდებათ ინტერნეტში სასურველი გადაცემისთვის თვალყურის დევნება. თუმცა ინტერნეტის შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და იგი უკვე გასცდა ტელე-არხების ტრანსლირების ფარგლებს. ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები და რადიოები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი. ბევრი ინტერნეტ-ტელევიზია დღეს ერთი კამერითა და მიკროფონით მაუწყებლობს და ძირითადად თვითდაფინანსებაზე არიან, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი შექმნელები განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ რათა მალე უზრუნველყონ 24-საათიანი მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბევრი ინტერნეტ–ტელევიზია არსებობს, როგორებიცაა nettv.ge, რომლის ინტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მომხმარებელს მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია თუ ტელე–გადაცემა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან. ვიდე– ფილმები, მუსიკალური კლიპები, აგრეთვე სხვა სახის ვიდეო მასალა, რომელიც მოიპოვება ინტერნეტში, შესაძლებელია გამოქვეყნებულ იქნეს ამ საიტზე. აგრეთვე ამ ინტერნეტ–ტელევიზიისთვის მისაღებია თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნება წინასწარი შემოწმების შემდეგ.

მომავალში კი დასახულია NETTV მედია ჯგუფის შექმნა, რომელიც დამოუკიდებელ რეპორტაჟებს და ინტერვიუებს გამოაქვეყნებს საიტზე. ასევე არსებობს სხვა ინტერნეტ–ტელევიზიები, მაგალითად: alo.ge, საიდანაც პირდაპირ ეთერში ყურების გარდა შესაძლებელია სხვადასხვა ფილმის, მუსიკისა თუ სურათების გადმოწერა. iptv.ge აქვს არქივი, სადაც შესაძლებელია გასული გადაცემების ყურება. ძალიან საინტერესო უცხოური ინტერნეტ–ტელევიზიები, როგორებიცაა: americanfree.tv, 4major.tv, რომელიც არის მუსიკალური, ასევე internet@tv, რომელიც არის კომპანია samsung ის ოფიციალური საიტი და ბოლოს საქართველოში ყველასათვის ნაცნობი და პოპილარული უცხოური ინტერნეტ საიტი youtube.com. რაც შეეხება ქართულ ინტერნეტ–რადიოს, გაგაცნობთ რამდენიმეს. ესენია: radio.ge, bat.ge, eva.ge. ასევე საინტერესოა უცხოური ინტერნეტ–რადიოებიც, როგორებიცაა: sky.fm, რომელიც არის ძალიან საინტერესო შემეცნებით გასართობი რადიო, ასევე საინტერესოა e.radio, რომელიც არის ბერძნული ინტერნეტ–რადიო და kir.org, იგი არის საბავშვო გასართობი რადიო.

ინტერნეტ-ტელევიზიებისა და ინტერნეტ–რადიოების ბუმის დაწყებას საქართველოში უახლოეს მომავალში ვარაუდობენ, რადგან ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სატელევიზიო ეთერის ორგანიზებისთვის, კატასტროფულად დიდია ინტერნეტ-ფორმატში მაუწყებლობის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ინტერნეტ-ტელევიზიასა და რადიოს ფუნქციონირებისთვის სჭირდება გაცილებით ნაკლები ტექნიკური და ადამიანური რესურსები. დღეს არსებული ქსელების გამტარუნარიანობა და უახლესი ვიდეო კომპრესიის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ინტერნეტ-მაუწყებლობა მარტივად და იაფად განხორციელდეს, ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიისა და რადიოს ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას. ასე რომ, ამ სფეროების განვითარებას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.

Wednesday, December 16, 2009

კულტურული ღონისძიებები 2010 წელთან შესახვედრად


ახალი წელი ახლოვდება და ილუმინაციებით განათებულ თბილისში საახალწლო განწყობა იგრძნობა. საინტერესოა, რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება, სად, როგორ და რა ფასად შეგვიძლია გავატაროთ ახალი წლის საღამო და როგორ შევხვდეთ 2010 წელს.

ახალი 2010 წლის შესახვედრად უამრავი ღონისძიება იგეგმება. 25 და 26 დეკემბერს შარდენზე კონცერტებია დაგეგმილი. 31 დეკემბრის საღამოს კი რუსთაველზე ახალი წლის შესახვედრად გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. საახალწლო ბაზრობა და პატარ–პატარა ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა უბნებში 7 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა მანამდე 22, 23 და 24 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სერიალ „შუა ქალაქში“–ს მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება იუმორისტული ნომრები დასაწყისი 18:00 სთ–ზე. ასევე იგეგმება ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. დასაწყისი 19:00 სთ-ზე

სასტუმრო „რედისონი“ ახალ წელს პირველად ხვდება. პირველი ახალი წელი კი განსაკუთრებული და დამახასიათებელი უნდა იყოს „რედისონის“ და მისი ყველა სტუმრისთვის. საახალწლო მიღება აქ 12 სთ–დან დაიწყება. სამ ნაწილიანი საღამოს კულმინაცია ბრაზილიური, ცეცხლოვანი შოუ იქნება. აქ ახალი წლის ღამის გატარება 130 დოლარი ღირს.

ვისაც სურვილი აქვს ახალი წელი კლუბში გაატაროს, არჩევანის გაკეთება მოუწევს. თბილისი ამ მხრივაც მრავალფეროვანია. კლუბი G.U.R.U. საახალწლოდ სამ დღიან ფესტივალს ატარებს. 31 დეკემბერს G.U.R.U.-ში მარკ ივენის საღამოა. პირველ იანვარს კი იმართება after party. იქნება დაჯილდოებებიც. ეს ყველაფერი G.U.R.U.-ს სტუმრებს 100 ლარი დაუჯდებათ.

ვინც არჩევანს ivent house-ზე გააკეთებს ახალ წელს პალოვ სპელარის მუსიკის თანხლებით გაატარებს. პალოვ სპელარი საქართველოს ხუთკაციანი ბენდით მეორედ ეწვევა, 2006 წლის ბლექსი–ჯაზ ფესტივალის შემდეგ. საახალწლო საღამოზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდულია.

კრეატიული კომპანია „მოროშკინა“ და პარტნიორები ახალი წლის ღამეს ყველაზე ხალხმრავალ მეჯლისზე გეპატიჟებიან. შოუ აქ 11 სთ–ზე დაიწყება და დილის 8 სთ–მდე გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება ლამაზი შოუ, მოეწყობა მეჯლისი, იქნება ცოცხალი ორკესტრი, დაიდგმევა ბევრი სკეტჩი და რაც მთავარია იქნება პრიზებიც.

რაც შეეხება კინოთეატრებს გაგაცნობთ საახალლო აფიშას: კინოთეატრი რუსთველი გთავაზობთ შემდეგ კინოებს: „გაღმა ნაპირი“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ამანათი“, „პლანეტა 51“ და „2012“. კონოთეატრ ამირანში საახალწლოდ შეგეძლებათ იხილოთ „ახალი მთვარე“ და „2012“ ხოლო კინო საქართველოში კი საახალწლოდ იქნება „ჭიანჭველების რისხვა“, „ყველაფერი კარგად იქნება“ „გაღმა ნაპირი“და „2012“. ასავე საახალწლოდ კინოთეატრებში ნაჩვენები იქნება „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ მეორე ნაწილი, რომლის გადაღებებიც ჯერ არ დასრულებულა. რეჟსორების თქმით მეორე ნაწილი უფრო სახალისო და საინტერესო იქნება. კინოთეატრებში ჯეოსელის ერთ–ერთი აქციის „ზუმის“ წევრებისთვის შეღავათები საახალწლოდაც გრძელდება, რომელიც არა მარტო სტუდენტებზე, არამედ ჯეოსელის ნებისმიერ აბონენტზე ვრცელდება. თუ ხარ ზუმის წევრი 1=2–ს, ანუ ყოველ სამშაბათს ზუმის წევრებისთვის ერთი ბილეთის ფასად ორი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი.

საახალწლოდ ნაჩვენები იქნება სპექტაკლები თბილისის სხვადასხვა თეატრებში. თუ გადაწყვეტთ, რომ ახალი წლის საღამო, რომელიმე თეატრში გაატართ, გაგაცნობთ რამდენიმე თეატრის აფიშას: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საახალწლოდ გთვაზობთ „სიყვარულის ანატომია“–ს დასაწყისი 20:00 სთ–ზე. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება „სტუმარი“, დასაწყისი 19:45 სთ–ზე. თავისუფალ თეატრში საახალწლოდ შეგეძლებათ უყუროთ „ჯინსების თაობას“ 19:00სთ–ზე, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გათავაზობთ სპექტაკლს სახელწოდებით „მწირი“ დასაწყისი 18:00სთ–ზე. ვ. აბაშიძის სახელმწიფო თეატრი გთავაზობთ კომედიას „გაყრა“.ხოლო რაც შეეხება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს, მასში საახალწლოდ გადის კონოპრემიარა „კამინო რეალი“ დასაწყისი 19:00სთ–ზე.

კონკრეტულად სტუდენტებისთვის ამ ეტაპზე არც მერიის და კულტურის სამინისტროს პროგრამაში და არც კინოთეატრებში რაიმე მნიშვნელოვანი შეღავათები არ იგეგმება, გარდა ზუმის აქციისა და საახალწლო ფასდაკლებებისა ტანსაცმლის, საყოფასცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიათა სხვადასხვა ქსელში, რაც არამარტო სტუდენტებზე, არამედ ყველა მომხმარებელზე ვრცელდება. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, სად და როგორ შეხვდებით თეთრი ვეფხვის წელიწადს, ჩვენ კი გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს.

Wednesday, December 2, 2009

საზოგაროებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ტელესივრცეში ერთ-ეთი წამყვანი არხია, რომელსაც თავისი ინტერნეტ გვერდიც აქვს. იმისთვის, რომ გამგო, თუ რა სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებელგანვიხილე მისი ინტერნეტ-საიტი www.1tv.ge სადაც აღმოვაჩინე, რომ მის მთავარ გვერძე დიდი ადგილი აქვს დათმობილი საბავშვო ევროვიზიისა და ჩემპიონთა ლიგის ბანერებს და მათ ქვეშ გაკეთებულ წარწერებს. საბავშვო ევროვოზიის ბანერის ქვეშ წერია რომ 2009 წელს ისინი კიდევ ერთხელ გააკვირვებენ ევროპას, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბანერის ქვეშ კი წერია, რომ პირველი არხი დაუვიწყარ საჩუქარს სთავაზობს ფეხბურთის გულშემატკივრებს. საბავშვო ევროვიზიაზე ინფორმაციები შენახულია როგორც არქივში, ასევე დღიურებში რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა არხებისგან განასხვავებს. მარჯვენა მხარეს ჩამოთვლილია ტელეპროგრამის გადაცემები მათ ქვეშ კი განთავსებულია რეკლამა. ახალ ამბებს დათმობილი აქვს მცირე ინფორმაცია. პირდაპირ ეთერში გაცილებით მეტ ახალ ამბავს სთავაზობს ეს არხი მაყურებელს. ახალი ამბების ქვეშ კი განთავსებულია გადაცემათა ჩამონათვალი