Wednesday, November 25, 2009

საქორწინო ტრადიციები

ქორწინება შეიძლება განვიხილოთ ორი მხრიდან: როგორც კანონი ბუნებისა, დაწესებული შემოქმედის, ჩვენი ზეციური მამის, ღმერთის მიერ და როგორც საიდუმლო ახალი აღთქმის ეკლესიისა. ქორწინება თავისთავად კურთხეულია და სუფთა თავისი ღვთიური წარმოშობით, მაგრამ ვინაიდან ადამიანი მოექცა ცოდვის გავლენის ქვეშ და აჰყვა გამრყვნელ გრძნობებს, უფალმა იესო ქრისტემ დააწესა საიდუმლო ქორწინებისა.
ქორწინება წარმოადგენს ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს.

ქართული ტრადიციები სპარსული ელფერით

ოთხი საუკუნის განმავლობაში ქართული და სპარსული ტრადიციების ინტეგრაციის შედეგად, მივიღეთ ფერეიდნული ტრადიციები, რომელიც აერთიანებს ორივე ქვეყნის კულტურას. ასეთი მაგალითები საკმაოდაა, თუმცა მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ქორწინების ტრადიცია.
საუკუნების მანძილზე უცხო ეთნიკურ გარემოცვაში მყოფი ფერეიდნელი ქართველებისათვის საქორწინო ინსტიტუტი მათი ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების პირობად იქცა. ირანელ ქართველებში უმთავრესად სისხლისმიერი ნათესაობა მოქმედებდა. ამაში ისინი “ქართველობის” შენარჩუნებას ხედავდნენ. ქართველები სხვა ეროვნების ხალხზე არ ქორწინდებოდნენ, სისხლი რომ არ აღრეულიყო.
ქალები უმ
ეტესად 16 – 18 წლის ასაკში თხოვდებოდნენ, ვაჟი კი 20 – 25 წლისა უნდა ყოფილიყო. მცირეწლოვანთა დაწინდვა ხდებოდა, მაგრამ დაწინდვიდან ქორწინებამდე დიდი დრო გადიოდა.
ფერეიდნელ
ებს შორის მრავალცოლიანობამაც ვერ მოიკიდა ფეხი და წესად ვერ იქცა, თუმცა არსებობდა გამონაკლისი შემთხვევებიც.
ტრადიციის მიხედვით, საქორწინო წყვილთა შერჩევის შემდეგ, ვაჟის ო
ჯახი ზრუნავდა ქალისათვის ბალგის წაღებაზე. ეს პირველი საჩუქარი და “დაწინდვის” საფეხურია.
ადრე ფერეიდანში აკვანში დაწინდვის წესი მოქმედებდა. ეს ჩვეულება საქართველოშიც ტრადიციული იყო.
ქალის დაწინდვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მექორწინე ოჯახებს შორის საქორწინო ხარჯზე მოლაპარაკება ხდებოდა. ამა
ს “შირბაჰა” ეწოდება.
ქორწილის ხარჯის გადაწყვეტის დროს, ქალის ქონებრივი კუთვნილების – “მეჰრიეს” დადგენა ხდებოდა. ეს ქმრის მიერ ცოლისათვის განსაზღვრული ქონებრივი გარანტიაა, რომელიც გაყრის შემთხვევაში გარკვეულ ეკონომიკურ ვალდებულებასაც ითვალისწინებს. ფერეიდნელ ქართველთა გადმოცემით “მეჰრიეში” ძველად აძლევდნენ მამულს, საქონელს, ოქროს სამკაულს, ფუ
ლს და ა.შ. სადღეისოდ კი მხოლოდ ყურანსა და ფულს, რომლის სიდიდეც ოჯახის ეკონომიკურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
ეს ჩვეულება შინაარსით ემსგავსება ქართულ “პირის სანახავს”, ესეც პატარძლის საჩუქარია და მის საკუთრებას წარმოადგენს.

ფერეიდნელი ქართველები ქორწილს ტრადიციულად შემოდგომაზე ან ზამთარში იხდიან, თუმცა სამზადისი ზაფხულიდან იწყება. საქორწილო წეს-ჩვეულებათა კომპლექსში გამოიკვეთება საქორწილო ლხინისათვის მზადების დღე, რომელიც სხვადასვა რიტუალისაგან შედგება. ამათგან პირველ რიგში აღსანიშნავია რიტუალური პურის ცხობა. ამ ჩვეულებას მრავალი ანალოგია და პარალელი მოეძებნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. პურის ზედაპირზე ჯვრის გამოსახვა კი მათში ძველი ქართული წეს-ჩვეულებების ელემენტების შენარჩუნების მაჩვენებელია.
ქორწილის დღეს ფერეიდანში ნეფე და პატარძალი აბანოში მიჰყავთ და მთელი რიტუალი სრულდება. მსგავსი წეს-ჩვეულება საქართველოს მთაში
ცაა შემორჩენილი. წყალი ორივე შემთხვევაში – საქართველოშიც და ფერეიდანშიც – საკულტო, მაგიურ-რელიგიურ მნიშვნელობას ატარებს.
ფერეიდნელ ქართველთა საქორწილო ტრადიციის თანახმად სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ, შემდეგ კი “ნიჭის” და “შესაწევარის” აკრეფა იწყებოდა.
ფერეიდანში ამ ჩვეულებას “ნიჭის მოგლეჯას” ეძახიან. საქორწილო ძღვენი
ს ტრადიცია საქართველოს ბევრ კუთხეში დღემდე შემორჩენილია.
ასევე ჰგავს ერთმანეთს ფერეიდნელ ქართველთა მაყრიონში შემავალი “ლალას” კაცის
და ჩვენებური “მახარობლის” ფუნქციები. საქორწილო რიტუალებიდან აღსანიშნავია “შაბაში”. ეს რიტუალი საქართველოსთვისაც დამახასიათებელია, მაგრამ ჩვენთან ის მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთშია შემორჩენილი, სხვა კუთხეებში მას უკვე დაკარგული აქვს მაგიურ-რელიგიური მნიშვნელობა და დამკვრელების ანაზღაურებად ითვლება. ფერეიდანში კი “შაბაში” ისევ საპატარძლოს საჩუქარია და შერჩენილი აქვს დადებითი ტრადიციის კვალი.
აღსა
ნიშნავია ისიც, რომ ქორწილის სადილზე შეკრებილი ახალგაზრდების მიერ შესრულებული ცეკვა “ჯოხური” ძალიან ჰგავს ქართულ “ხორუმს”. დღევანდლამდე შემორჩენილია ქორწინებასთან დაკავშირებული ტერმინები: “სიდედრი”, “ხელისმომკიდე”, “დედამთილი”, “ახანძალი”, იგივე “ახალი რძალი”, “პატარძალი” და სხვ.
ფერეიდნელ ქართველთა ქორწინების წეს-ჩვეულებებმა ხელი შეუწყო ირანში გადასახლებული ქართველების ყოფაში
ძველ-ქართული ტრადიციების შენარჩუნებას. რამდენიმე მათგანი საქართველოში უკვე აღარც კი ახსოვთ.

No comments:

Post a Comment