ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3,248 000 მლნ მცხოვრებს. ქალაქი პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში 1,2 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ აგლომერაციას წარმოადგენს. ქალაქის ფართობი 607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი.
მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება
დედაქალაქი ესპანეთში მოსახლეობით პირველ ადგილზე დგას და იმიგრანტების ხარჯზე დღითი-დღე იზრდება. სახელმწიფო ენა ესპანურია, ამას გარდა, ქალაქის მოსახლეობა კატალონიურს, ბასკურსა და გალიციურსაც იყენებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა.
ეკონომიკა
ინდუსტრიული ცენტრების ქალაქგარეთ გატანის მიუხედავად, მადრიდი ბარსელონას შემდეგ მაინც მეორე ადგილზეა ესპანეთში ეკონომიკური მნიშვნელობით. ბოლო ხანებში მკვეთრად გაიზარდა აეროპორტ ბარახასის როლი ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში. დიდი სისწრაფით იზრდება რკინიგზის გაფართოებისთვის მიმდინარე სამუშაოები. მადრიდი ტურისტულ ბიზნესს წარმატებით ავითარებს და ქვეყანაში ყველაზე მეტჯერ მონახულებად ტურისტულ ქალაქად მიიჩნევა.
ტრანსპორტი
ქალაქში საავტობუსო მარშრუტების ქსელი და მეტროპოლიტენი მოქმედებს, რაც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება და ქალაქის ცენტრს სამხრეთით მდებარე სამრეწველო რაიონებთან აერთებს. ამჟამად, მადრიდის მეტროს დამატებად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ტრამვაის ხაზი, რომელიც 35 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა უკვე ”მსუბუქ მეტროდ” წოდებული, რომელიც ტრამვაის დაბალვოლტიან Citafdis 302 ვაგონებს იყენებს.
მოქმედებს ელექტრომატარებელთა ქსელი, არის ორი სადგური-ატოჩა და ჩამატრინი. მადრიდის მეტროპოლიტენი ევროპაში მესამე ადგილზეა ხაზების სიგრძით ლონდონისა (415 კმ) და მოსკოვის (288 კმ) მეტროების შემდეგ. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბარახასის საერთაშორისო აეროპორტია 4 ტერმინალით. საჰაერო კარიბჭე ყოველწლიურად 40 მლნ მგზავრს ემსახურება და მსოფლიოს 20 ყველაზე მსხვილ აეროპორტთა შორის სახელდება.
ღირსშესანიშნაობები
ძირითადი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში: პლასა მაიორი – ქალაქის ძველი უბნის მთავარი მოედანი, გოთიკური საკატედრო ტაძარი – პლასა მაიორზე, საეპისკოპოსო სასახლე (XVI—XVIII სს.), აბსტრაქტული ხელოვნების მუზეუმი, კუენკას ისტორიის მუზეუმი, სან-პედროს მონასტერი, სან-პანტალეონის ეკლესია და ა.შ.
No comments:
Post a Comment